ცნობილი ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ ერთა ლიგაზე ტირანაში ალბანეთთან საქართველოს ნაკრების გამარჯვებას გამოეხმაურა.
„ჩეხეთთან დიდი ანგარიშით მოგების (4:1) შემდეგ საქართველოს ნაკრები ფრანგი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ტირანაში ალბანეთს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ქართველები ერთა ლიგაში თავიანთი ჯგუფის ლიდერები არიან.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ევროპას ისევ აოცებს და ხიბლავს. გერმანიაში გამართული ევრო 2024-ის შემდეგ (სადაც საქართველო მერვედფინალში დამარცხდა ესპანეთთან 1:4) „ჯვაროსნები“ ერთა ლიგაზე ადასტურებენ, რომ გერმანიაში წარმატებისთვის შემთხვევით არ მიუღწევიათ.
თბილისში ჩეხეთთან წარმატების შემდეგ (4:1) ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელებმა ტირანაში ალბანეთს სძლიეს (1:0). ქართველებმა გიორგი ქოჩორაშვილის ბრწყინვალე გოლით გაიმარჯვეს. „ლევანტეს“ ნახევარმცველმა ძლიერი დარტყმით გაუტანა ალბანელ მეკარეს, რომელმაც მატჩის ბოლოს გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა, როდესაც ზურიკო დავითაშვილისა („სენტ-ეტიენი“) და გიორგი ჩაკვეტაძის („უოტფორდი“) დარტყმები მოიგერია.
ამ ჯგუფის მეორე მატჩში ჩეხეთმა პრაღაში უკრაინა 3:2 დაამარცხა, საქართველო კი ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს ექვსი ქულით ლიდერობს“, – წერს ფანგული გამოცემა.