შუქრუთის აქციის რადიკალურ ჯგუფს, რომელმაც ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა, საკომპენსაციო თანხები სრულად აღებული აქვს.
თანხის ჩარიცხვები საბანკო ანგარიშების ამონაწერებით დასტურდება. ჯამში, გაცემულია 13 მილიონ ლარამდე კომპენსაცია 281 შუქრუთელზე. მათ შორის, თანხა აღებული აქვთ აქციის ორგანიზატორებს, რომლებიც შანტაჟის გზით კომპანიისგან დამატებითი თანხების მიღებას ცდილობენ.
კომპანია კომპენსაციებს, ავანსის სახით, 2020 წლის სოფელთან შეთანხმებული მემორანდუმის საფუძველზე გასცემს. მაშინ კომპანიამ სოფლის მცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაითვალისწინა და სოფელთან შეთანხმდა, რომ სამომავლოდ სოფლის ტეროტორიაზე მუშაობის დაწყების შესაძლებლობას მისცემდნენ.
კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, სოფელ შუქრუთის სახლების ქვემოთ, მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში ოპერირებს, 2006 წლიდან დღემდე მოპოვებითი სამუშაოები არ ჩატარებულა.