ღირსეულად უნდა შევაღოთ ის კარი, რომელიც ჩვენი, ევროპის კარია, – განაცხადა თერჯოლაში, „ქართული ოცნების” მხარდამჭერ ღონისძიების შემდეგ მომღერალმა თემო საჯაიამ.
„ამ არჩევნებზეც, პრინციპულად ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს და ხმა მისცეს მშვიდობას და ღირსებით სვლას იქითკენ, სადაც ჩვენი გზაა“, – აღნიშნა მომღერალმა.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. მომღერლები, მუსიკალური ჯგუფები „ქართულ ოცნებას“ ღია მხარდაჭერას უცხადებენ.
კომენტარები