თუ ქვეყანაში მშვიდობა არ არის, ჩვენ გვიწევს პროფესიის შეცვლა და იმ ცხოვრებით ცხოვრება, რომლითაც ახლა ჩვენი მეზობელი ქვეყნის ჩვენი კოლეგები ცხოვრობენ, – განაცხადა თერჯოლაში, „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიების შემდეგ მომღერალმა რეზო ბლიაძემ.
„მე არ ვისურვებდი მათ ადგილზე ყოფნას და გულწრფელად განვიცდი. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს ქვეყანაში არის გარემო, სადაც შემიძლია სრულფასოვანი ვიყო“, – აღნიშნა მომღერალმა.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. მომღერლები, მუსიკალური ჯგუფები „ქართულ ოცნებას“ ღია მხარდაჭერას უცხადებენ.
კომენტარები