კახეთის რეგიონში მცხოვრები მევენახეები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ეხმიანებიან.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, პრემიერის განკარგულებით, სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს. მათ, ვისაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, მთავრობა სხვაობას დაუკომპენსირებს.
კახელი მევენახეები აცხადებენ, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით გახარებულები არიან.
„ჩავაბარე საფერავი. უკმაყოფილო ვიყავი ერთი ლარით, რა არის ერთი ლარი, მუშახელს მიაქვს. დღეს გავიგე, რომ გახდა ლარნახევარი და ვინც ჩავაბარეთ იმათაც უნდა გაგვისწორდნენ ლარნახევრით. ძალიან კმაყოფილი დავრჩი“, – აცხადებს კახეთის რეგიონში მცხოვრები ერთ-ერთი მევენახე.
კომენტარები