უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მშვიდობის მომდევო სამიტი ნოემბერში გაიმართება და მასზე დასასწრებად რუსეთს მიიწვევენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მას არ დაუკონკრეტებია, თუ სად ჩატარდება სამიტი, მაგრამ თქვა, რომ მიმდინარე თვეში შეხვედრას გამართავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და მას რუსეთზე გამარჯვების გეგმას წარუდგეს.
ზელენსკიმ აგრეთვე გააკრიტიკა დასავლელი პარტნიორები, რომ ისინი რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებაზე უარს აცხადებენ.
პირველი სამიტი, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხებს ეხებოდა, შვეიცარიაში ივნისში გაიმართა.
კომენტარები