თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეირჩა მასწავლებლები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა თუ თემის განვითარებაში. ამის შემდგომ ათი გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებით.
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები არიან:
• გორის მე-8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვერა სომხიშვილი;
• თბილისის 28-ე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი თამარ ადამია;
• ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე;
• დედოფლისწყაროს პირველი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ეკა სეფიაშვილი;
• ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლის სკოლის სპორტის მასწავლებელი ნანი კირკიტაძე;
• გორის მე-5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ნანა წიწუაშვილი;
• სენაკის პირველი სკოლის ხელოვნების მასწავლებელი მამუკა კუჭავა;
• თელავის მე-4 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველებისმასწავლებელი ეკატერინე გურგენაშვილი;
• ბათუმის მეორე სკოლის დაწყებითი კლასების და გეოგრაფიის მასწავლებელი ანა ანუშიძე;
• ახალციხის მეორე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ზურაბ ინასარიძე.