რუსეთი შორ მანძილზე მფრინავ მოიერიშე კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავებს ჩინური ძრავებით ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ევროპულ სადაზვერვო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ უპილოტო თვითმფრინავებს, სახელწოდებით „გარპია-ეი1“, რუსეთი გასული წლიდან აწარმოებს და უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
„როიტერის“ თანახმად, სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინური ძრავებით და ნაწილებით რუსეთმა 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე 2 500-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი აწარმოა. აღნიშნული უპილოტო აპარატების გამოყენებამ უკრაინაში სამოქალაქო პირების მსხვერპლი გამოიწვია და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა გაანადგურა.
კომენტარები