14 მილიარდი თუ 14 მილიონი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი დაპირებული 14 მილიარდის ნაცვლად ამჯერად 14 მილიონზე საუბრობს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისევ ვერ ასახელებენ კონკრეტულ წყაროს და ფონდს, საიდან აპირებენ თანხების მოზიდვას.
„ძალიან ბევრი თანხის მოზიდვა არის შესაძლებელი როგორც ევროპის კავშირიდან, ისე სხვადასხვა ფონდიდან. ბევრი ასეთი პროექტია სწორედ იმ 14 მილიონში, და არა მხოლოდ 14 მილიონში“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მანამდე აცხადებდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მყისიერად 14 მილიარდის მოიზიდავენ.
კომენტარები