„ლელოს“ ღონისძიებაზე, რომელიც გუშინ საღამოს „მზიურის“ პარკში გაიმართა, ხალხი არ მივიდა. შეკრების სახელწოდება იყო „GEN-Z ევროპისთვის“ მხარს უჭერს „ძლიერ საქართველოს“.
ღონისძიება, რომელსაც „ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „GEN-Z ევროპისთვის“ შეუერთდა, კოალიციის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გახსნა. შეკრებაზე ითქვა, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან საარჩევნო კამპანიაში და ადმინისტრაციულ საქმიანობაში, როგორიცაა არჩევნების მონიტორინგი, უბნებზე სადამკვირვებლო მისიები, საარჩევნო პარტიული აქტივობები, კარდაკარი და ა.შ.
კომენტარები