„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის კომენტარები ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებაზე მიუთითებს, რომ მმართველი გუნდის ოპონენტებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ სურთ.
„ის, რომ ოპოზიცია ზოგადად არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომხრე მშვიდობიანად და არც მშვიდობის გარეშე, უკვე გამოჩნდა ზუსტად ამ ნარატივში, რაც ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომ რა თქმა უნდა შერიგებით და მშვიდობიანად უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. მათ უნდათ ევროკავშირში ამ ტერიტორიების გარეშე, ტრადიციების გარეშე, ყოველგვარი ქართულის გარეშე. ეს დაადასტურეს ზუსტად“, – მიიჩნევს მაჭარაშვილი.
მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, გორში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი, ასევე, ქვეყნის განვითარებაზე, ეროვნული ღირებულებების, რელიგიის დაცვაზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ჩვენს ოს ძმებთან შერიგებისა მნიშვნელობასაც, რასაც რადიკალების გაღიზიანება მოჰყვა.