ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ლიბანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში მკაცრად დაგმო ბეირუთში მომხდარი პეიჯერების კოორდინირებული აფეთქება და მას „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.
„ჰეზბოლა“ ისრაელს პეიჯერების კოორდინირებულ აფეთქებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც დაჯგუფების ათასზე მეტი წევრი დაშავდა.
ბეირუთში, პეიჯერების აფეთქების შედეგად ირანის ელჩი მოჯთაბა ამანი დაშავდა.
„ჰეზბოლას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეიჯერების აფეთქება იყო უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული დარღვევაა, რომელიც ჯგუფმა განიცადა ისრაელთან ომის თითქმის ერთი წლის განმავლობაში.
კომენტარები