აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავშეკავებისკენ მოუწოდა, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად ლიბანს და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში შემდგომმა ესკალაციამ შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები.
„აშშ მუშაობს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ლიბანში დაძაბულობის დიპლომატიური გზით გადაწყვეტაზე. არსებობს რეალური პრობლემა, რომელიც უნდა გადაწყდეს, როცა საქმე ჩრდილოეთ ისრაელსა და სამხრეთ ლიბანს ეხება“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
კომენტარები