აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„მომავალ კვირას თეთრ სახლში მეშვიდედ შევხვდები უკრაინის პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ბაიდენმა და მე მკაფიოდ განვაცხადეთ: ჩვენი ერთგულება უკრაინელი ხალხის მიმართ მაშინ, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისთვის, ურყევია“, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.
კომენტარები