მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი რივლდო თბილისში ჩამოვიდა. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ხვალ, მილანის სხვა ვეტერანებთან ერთად „ვარსკვლავების მატჩში“ ითამაშებს, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.
მილანის ლეგენდების მეტოქე საქართველოს ნაკრების სხვადასხვა თაობის ფეხბურთელები იქნებიან.
სხვა ლეგენდარული მოთამაშეები საქართველოს დედაქალაქში დღეს საღამოს ჩამოვლენ.
კომენტარები