სიღნაღში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ქედელის დასახლებაში, ერთ- ერთ აგარაკზე მოხდა. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ბრალდებული სტუმრებს მასპინძლობდა და სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, თუმცა ტყვია შემთხვევით მის მეგობარს მოხვდა.
გულმკერდის არეში მიყენებული დაზიანებებით კაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
კომენტარები