შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების თანამშრომლებს მის სასტიკად ცემასა და წამებაში ადანაშაულებს. თუმცა შსს-ში აცხადებდნენ, რომ მან სხეულზე დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევის შედეგად მიიღო და მას პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
როგორც გადაცემა “იბერიაშია” საუბარი, შს მინისტრის მოადგილის განცხადება განსხვავდება იმ პირვანდელი განცხადებისგან, რომელიც უწყებამ დღის პირველ ნახევარში გაავრცელა. შალვა ხუციშვილის თქმით, თუ ის ადამიანები დამნაშავეები არიან, რომლისკენაც ოჯახის წევრები იშვერენ ხელს მაშინ ისინი აუცილებლად უნდა დასაჯოს პროკურატურამ და პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს საქმე.
“ამ საქმის და ყველა ასეთი საქმის გამოძიება უნდა მოხდეს პროკურატურის მიერ და ჩვენ ამას მივესალმებით. რამდენადაც ვიცი მათ მიმართეს პროკურატურას. თუ ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა და გამოძიებით ეს დადგინდება. ჩვენ ვიქნებით ის პირველი ვინც მიესალმება ისეთი პოლიციელების დასჯას, რომლებიც კანონს არღვევენ” – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხუციშვილმა.