ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს.
ჯეჯელავას განმარტებით, პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში პრემიერი და რამდენიმე მინისტრი დაესწრებიან, თუმცა მინისტრების შემადგენლობა, რომლებიც ქუთაისში გაემგზავრებიან, ჯერ კვლავ უცნობია.
”პრემიერი სხდომას დაესწრება რამდენიმე მინისტრთან ერთად. საბოლოოდ, ჯერ არ მოგვითათბირებია კონკრეტულად ვინ დაესწრება, შეიძლება მეც ვიყო ამ შემადგენლობაში. რაც შეეხება დებატებს, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცა წინააღმდეგიც არ ვარ”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს, ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს მიმართავს.
კომენტარები