აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას არანაირი სურვილი არ აქვს გააგრძელოს უკრაინის დაფინანსება.
ჯონსონმა, რომელიც „რესპუბლიკურ“ პარტიას წარმოადგენს, ასევე განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს და უკრაინაში ომი დასრულდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ კონგრესმა უკრაინას მომავალშიც აღმოუჩინოს დახმარება, ჯონსონმა განაცხადა, რომ მას არანაირი სურვილი არ აქვს მომავალშიც დააფინანსოს უკრაინა.
„თუ ტრამპი გაიმარჯვებს, მე მჯერა, რომ ის მართლა დაასრულებს ამ კონფლიქტს. მე მართლა მჯერა ამის. ვფიქრობ, ის დაურეკავს პუტინს და ეტყვის: „საკმარისია“, – თქვა ჯონსონმა.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ასევე დასძინა, რომ „დემოკრატების“ კანდიდატის კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ომი უკრაინაში არ დასრულდება, და ამას საშიში სცენარი უწოდა.