ფრანგული კვლევითი ცენტრის დირექტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ერიკ დონესე რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს და ვრცელ ინტერვიუში ყურადღებას ამახვილებს უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასა და იარაღის შავ ბაზარზე. ერიკ დონესე ინტერვიუში, რუსეთ უკრაინის ომში ამერიკის შეერთებული შტატების როლზეც საუბრობს.
მისი თქმით, დღეს ამერიკელების სტრატეგიაა, მაქსიმალურად გადაკვეთონ წითელი ხაზები, რათა აიძულონ მეორე მხარე იმოქმედოს და გამოჩნდეს აგრესორად, ხოლო თავად ამერიკა კი – მსხვერპლად. ერიკ დონესეს განცხადებით, რუსეთი აგრესორია, თუმცა ყველამ უნდა დაინახოს როგორ იყო ოპერაცია პროვოცირებული.
„ამერიკელების სტრატეგიაა, მაქსიმალურად გადაკვეთონ წითელი ხაზები, რათა აიძულონ მეორე მხარე იმოქმედოს და გამოჩნდეს აგრესორად, ხოლო თავად ამერიკა კი – მსხვერპლად. ჩვენ 2021 წლიდან ბევრი ამერიკული პროვოკაცია ვნახეთ, რამაც რუსეთის მხრიდან კონკრეტული ქმედებები გამოიწვია. რუსეთი ვერ დაუშვებდა, რომ უკრაინული არმია ფეხზე დამდგარიყო დონბასში. რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსები აგრესორები არიან, მაგრამ უნდა დავინახოთ, თუ როგორ იყო პროვოცირებული ეს ოპერაცია და ვხედავთ, რომ იგივე რაღაც ხდება შუა აღმოსავლეთშიც“,- განაცხადა დონესემ.
მან ასევე ისაუბრა ზელენსკისა და მის პოლიტიკაზეც.
„ზელენსკი არის კაცი, რომელიც პირველ რიგში ფიქრობს საკუთარი ინტერესების დაცვაზე. ის აღარ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ეს არ არის მთავრობა, ეს არის მაფია, რომელიც გამდიდრებულია იმ დახმარებებით, რომელსაც უცხოეთიდან იღებენ. ზელენსკი მოსახლეობას დიდი ხანია აგზავნის ხოცვა-ჟლეტაში, ატარებს ტოტალურად ამერიკის პოლიტიკას. ამერიკა სთხოვს უკრაინას გააგრძელოს ბრძოლა, რომ არჩევნები მოიგონ მათ. ეს ნიშნავს, რომ ზელენსკი ამერიკის პოლიტიკას ატარებს და ხალხს დასახოცად აგზავნის“, – აღნიშნა დონესემ.
წყარო: www.imedinews.ge