ძლიერი ბანკის შემოსვლა ქვეყანაში ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა. დუნდუა თვლის, რომ დღესდღეობით ბიზნესის განვითარებისთვის ქვეყანაში არახელსაყრელი პირობებია, კერძოდ, კომერციული ბანკების მხრიდან სესხის გაცემის კუთხით. ეკონომისტი უცხოური ბანკების შემოსვლას ქვეყანაში მიესალმება. „არის საუბარი ევროპული და ამერიკული ბანკების შემოსვლაზე, რაც მხოლოდ მისასალმებელია, ეს ძალიან კარგი სურვილია, რომ შემოვიდეს ქვეყანაში ძლიერი ბანკი, თუმცა დღესდღეობით საქართველოში ბიზნესზე სესხების გაცემისთვის არცთუ ისე სახარბიელო პირობებია, რაც განპირობებულია კომერციული ბანკების მხრიდან, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სავალუტო ფონდის რეკომენდაციები და ყურადღება მივაქციოთ სესხების ხელსაყრელ გაცემას“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოში ევროპული ბანკი შემოდის
2017/04/04 12:56:00
ნანახია: 2168 ჯერ