ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს მომდევნო სამიტზე მიიწვია, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართება. ცნობა თავად მიშელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მოვიწვიე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე 17 ოქტომბერს, რათა შევაფასოთ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის ბოლოდროინდელი მოვლენები და რათა წარმოადგინოს თავისი „გამარჯვების გეგმა“, – წერს მიშელი.
ცოტა ხნის წინ უკრაინის გამარჯვების გეგმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში, პარიზში, რომსა და ბერლინში ვიზიტებისას წარადგინა.
კომენტარები