ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ლიბანელების მისამართით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ისინი იხდიან საფასურს „ჰეზბოლას“ ქმედებებისთვის.
აღნიშნული განცხადება ისრაელის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის ქალაქები ხაიფა და კირიათ-ბიალიკი მოინახულა.
გასული კვირებში აღნიშნულ ტერიტორიებზე „ჰეზბოლას“ მხრიდან რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები განხორციელდა. ხაიფასთან ახლოს, სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 58 დაშავდა.
პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ჰერცოგმა მოინახულა სამედიცინო ცენტრიც, სადაც დაშავებულ ჯარისკაცებს შეხვდა.
„„Ჰეზბოლა“ მუდმივად ემუქრებოდა ხაიფას და ამ მიდამოებს, თუმცა ხაიფას მოსახლეობა ძლიერი და მტკიცეა. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ, რომ მიგვეღწია მეგობრული გადაწყვეტილებისთვის ლიბანის საზღვართან დაკავშირებით. სამწუხაროდ, „ჰეზბოლამ“ არაერთხელ თქვა უარი. მინდა, ვუთხრა ლიბანელ ხალხს: თქვენ იხდით საფასურს ბოროტი ტერორისტული რეჟიმისთვის, რომელსაც „ჰეზბოლა“ ხელმძღვანელობს. კარგი, ღირსეული ცხოვრების ნაცვლად ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც ახლო აღმოსავლეთის სიამაყე იყო, ახლა ლიბანი იხდის საფასურს, და ეს საფასური სულ უფრო და უფრო მძიმდება“, – აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.