ისრაელის მიერ ლიბანის ქალაქ ნაბათიეს მუნიციპალური შენობის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალაქის მერი.
ნაბათიეს გუბერნატორის, ჰოვაიდა ტურკის განცხადებით, დაბომბვის დროს მერი აჰმად კაჰილი მუნიციპალურ შენობაში იმყოფებოდა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტები მოხვდა ნაბათიეს მუნიციპალიტეტის შენობას და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ოფისებს.
კომენტარები