გუბაზ სანიკიძის შეფასებით, საქართველოს ისლამურ სამყაროში მაღალი ნდობა აქვს, ეს ავტორიტეტი კი, გამოსაყენებელია.
„საქართველოს მიუხედავად ხიფათებისა, ძალიან მაგარი პოზიციები აქვს. ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც… რუსეთთან გაფუჭებული გვაქვს, მაგრამ ყველა დაპირისპირებულ გეოპოლიტიკურ ცენტრთან მეტნაკლებად ნორმალური ურთერთობა გვაქვს. ქვეყანაში ვხედავთ ერთი აგინებს მეორეს, ხელისუფლება აგინებს პირველს და ის პირიქით… რასაც უნდა იმას გაგიჩალიჩებენ და ვისაც უნდა.
საქართველო სხვა ქვეყნების დაზვერვებით გატენილია, დაზვერვები კი არ უნდა გავყაროთ, პირიქით, უნდა იყვნენ აქ, მაგრამ აუცილებელია, ჩვენმა დაზვერვამ იცოდეს ისინი რას შვებიან. შენი სპეცსამსახური იქნება საუკეთესო, თუ ეცოდინება ყველა რას აკეთებს აქ. ადვილად გამოსაცნობი და გასარკვევია. ჩვენ გვაქვს ისეთი რესურსი, მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ისეთ ადგილებში მოვიპოვოთ ინფორმაცია, სადაც ამერიკელები ვერ მოიპოვებენ, ეს ჩვენი წინაპრების დამსახურებაა, ნდობა ქართველების მიმართ აზიურ ქვეყნებში, განსაკუთრებით ისლამურ სამყაროში, შიიტურ სამყაროში განუზომლად მაღალია, რადგან იქ ამდენი არ გაგვიფუჭებია. ეს ავტორიტეტები გამოსაყენებელია. ამაზე საუბარი მქონდა სამივე პრემიერთან , მაგრამ ყველაზე ადეკვატური მაინც ირაკლი ღარიბაშვილი იყო“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ და აქვე დასძინა, რომ ღარიბაშვილთან ერთად ქვეყნისთვის, სამომავლოდ ძალიან მომგებიანი, ეროვნული პროექტები განახორციელა.
„საუბარია ეროვნულ პროექტებზე და არა ეკონომიკურზე. გეოპოლიტიკა სხვა რამეა, ფინანსური ინტერესბი სხვა, ადამიანი კარგად რომ მღერის არ ნიშნავს იმას, რომ ის ქვეყნის პრემიერი უნდა იყოს, რაც ჩვენთან იყო, ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ პაატას, მაგრამ….
სახელმწიფოებრივი იმუნიტეტი არ გვაქვს. საერთოდ რა გვინდა, საქართველო როგორი ქვეყანა გვინდა იყოს, მშვიდობიანი, ნეიტრალური, აგრესიული, ვიღაცასთან უფრო ახლოს, ვიღაცასთან უფრო მტრულად, ვიცით რა გვინდა?“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ობიექტივთან“ საუბარში.