აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში სატელეფონო საუბარს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განუცხადებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
„ბაიდენი უახლოეს პერიოდში გაესაუბრება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თუ ეს უკვე არ გააკეთა“, – აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.
გარდა ამისა, თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში „გამოაცხადებს სამხედრო დახმარების მასშტაბურ პაკეტს, რაც აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების მუდმივი ძალისხმევის ნაწილი იქნება“.
ამასთან, კარინ ჟან-პიერის თქმით, ლიდერების დონეზე „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა, რომელიც ბაიდენის გერმანიაში ვიზიტის გაუქმების გამო გადაიდო, ნოემბერში იგეგმება.