უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი სოციალურ ქსელში კანადის ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშს აქვეყნეს, რომლის მიხედვითაც უკრაინა 165 ქვეყანას შორის 150-ე ადგილს იკავებს.
მისი თქმით, უკრაინას ბელარუსი (112 ადგილი) და რუსეთიც კი (119 ადგილი) უსწრებენ. არესტოვიჩის აზრით, ანგარიში პირდაპირ ასკვნის, რომ უკრაინა ციხედ იქცა, ქვეყანამ კი ვერ ჩააბარა ომის უმარტივესი გამოცდა.
„ამ ანგარიშის გამოქვეყნება – ქვეყნის სუვერენული რეიტინგის განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს კი უკრაინის მაკროეკონომიკური სტაბილურობის გრანდიოზულ პრობლემებზე მიუთითებს, პირველ რიგში დაკრედიტებისა და ინვესტიციების კუთხით“, – წერს არესტოვიჩი.
კომენტარები