საფრანგეთის ექვს დეპარტამენტში საფრთხის წითელი დონეა გამოცხადებული. მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა. ათობით ქალაქი და დასახლებული რაიონი დაიტბორა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ არდეშის დეპარტამენტს მიაყენა.
წყალდიდობაა ლიონსა და კანშიც. რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
კომენტარები