შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მის ხელებზე ამერიკელების სისხლი იყო“.
„ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, „ჰამასის“ საფრთხე ისრაელისთვის აღარ უნდა არსებობდეს. დღეს ამ მიზნის მისაღწევად აშკარა პროგრესი არსებობს. „ჰამასი“ განადგურებულია და მისი ლიდერები ლიკვიდირებული არიან“, – განუცხადა ჰარისმა ჟურნალისტებს.
ამასთან, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ეს მომენტი იძლევა შესაძლებლობას, საბოლოოდ დასრულდეს ომი ღაზაში.
„ის უნდა დასრულდეს ისე, რომ ისრაელი იყოს დაცული, მძევლები გათავისუფლდნენ, დასრულდეს ტანჯვა ღაზაში და პალესტინელ ხალხს შეეძლოს ღირსების, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლების რეალიზება“, – აღნიშნა ჰარისმა.
კომენტარები