„ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას „ქრონიკასთან“ აფასებს. აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი საერთაშორისო აღიარება საქართველომ ინვესტორებთან და პარტნიორებთან სასაუბროდ უნდა გამოიყენოს.
„მსგავსი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები შესაბამის პოზიტიურ ტენდენციებს აფიქსირებენ ქვეყნის მიმართ და ამავდროულად ხაზს უსვამენ ქვეყნის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, ცხადია, პირველ რიგში ეს ზრდის ინტერესს ინვესტორის მხრიდან ქვეყნისადმი“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
კომენტარები