პრეზიდენტს აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, მაგრამ ბაიდენმა არ იცის, რომ ცოცხალია, – ამის შესახებ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა პატრიკ ბეთ-დევიდთან პოდკასტში განაცხადა.
ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „იყენებენ როგორც ბუტაფორიას“. მისივე თქმით, არჩევნებზე მისი კონკურენტი დემოკრატებიდან კამალა ჰარისი უფრო საშიშია, რადგან ის, „არსებითად, მარქსისტია, ისევე როგორც მისი მამა“.
დონალდ ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია საზღვრის კონტროლის მხრივ ხარვეზების გამო.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ის საზღვარი „ყველაზე ძლიერი“ იყო.
„ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ გახსნა საზღვარი და ქვეყანა მოიწამლა კრიმინალებით, ნარკობარონებით და ტერორისტებით“, – ამბობს ტრამპი.
სასაზღვრო კონტროლის თემაზე საუბრისას ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა 2019 წლის ანგარიში მოიყვანა მაგალითად, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, იმ წელს არცერთი ტერორისტი არ შესულა აშშ-ში.