აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში, კეიპ კოდის სანაპიროზე ოკეანემ გიგანტური თეთრი ზვიგენი გამორიყა. პოლიციას ზვიგენის სანაპიროდან გასატანად ევაკუატორის გამოძახება მოუწია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია 4 მეტრიანი თეთრი ზვიგენის სიკვდილი, თუმცა მისი იდენტიფიცირება უკვე მოხდა – ის ზრდასრული ზვიგენი სახელად “კოალაა”.
Atlantic White Shark Conservancy-ის ინფორმაციით, ზვიგენის პირველი იდენტიფიცირება 2022 წელა მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, გამოძახებების ისტორიაში, ეს მათთვის ყველაზე უცნაური შემთხვევა იყო.
კომენტარები