დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება უმშვიდესი და არათუ 60%-ით, საკონსტიტუციო უმრავლესობით დარჩება ეს ხელისუფლება, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
„უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და ხმა მივცეთ მშვიდობას, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში არის გარანტირებული, სტაბილურობა და ხელისუფლება როგორც შიდა მტრებს, ასევე ღიად ებრძვის ე.წ. ჩვენს მეგობრებს, რომლებიც უფრო მტრებად გვევლინებიან. ბეწვის ხიდზე გადის ეს ხელისუფლება და ყველანაირად ცდილობს, გვატაროს ისე, რომ არ გადავიჩეხოთ და აღმოვჩნდეთ იმ უბედურებაში, რაშიც არიან უკრაინელები. ჩვენ უნდა მივცეთ ხმა თავისუფლებას, ეროვნულ იდენტობას და ჩვენი ინტერესებით, ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ ევროპისკენ. ყველას გვინდა ევროპა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ეროვნული იდენტობის, წარსულის, კულტურის დავიწყების ხარჯზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება უმშვიდესი და არათუ 60%-ით, საკონსტიტუციო უმრავლესობით დარჩება ეს ხელისუფლება“, – აღნიშნა ჭკადუამ.