საბა ლობჟანიძე „ატლანტას“ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის, პლეი ინის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. რეგულარული პირველობის ბოლო ტურში „იუნაიტედმა“ სტუმრად „ორლანდო“ 2-1 დაამარცხა, პირველი გოლი კი ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზეა. პლეი ინში „ატლანტას“ მეტოქე „მონრეალი“ იქნება და გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფში გადაინაცვლებს.
ლობჟანიძის ანგარიშზე 32 შეხვედრაში 9 გოლთან ერთად, 5 საგოლე გადაცემაა.
კომენტარები