უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა თურქეთში ჩავიდა. ამ დროისთვის სიბიგა ანკარაში მოლაპარაკებებს მართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გეგმავს ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, იაშარ გიულერთან და ვაჭრობის მინისტრთან, ომერ ბოლატთან.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოლაპარაკებებისას ძირითადი აქცენტი იქნება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებაზე. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“, უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციას და „მშვიდობის ფორმულას“.
კომენტარები