დედაქალაქის მერი დავით ნარმანია თბილისის ზღვის განვითარების გეგმის თაობაზე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ილუსტრაციას ეხმაურება და აბსურს უწოდებს. ნარმანია ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ამის გამო მკაცრად მოსთხოვს პასუხს ელისაშვილს, როდესაც თბილისის საკრებულოში მივა.
”თქვენც გეღიმებათ, ხომ ხედავთ, მეც მეღიმება ამასთან დაკავშირებით. ეს არის აბსურდი, როგორიც მან გამოაქვეყნა. ამას არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან.
ძალიან საინტერესო კვლევა გავაკეთეთ და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მის პრეზენტაციას. როგორც ჩანს, ელისაშვილს არ აწყობს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ჩვენს ქალაქში, ის სიკეთეები, რაც კეთდება, მისი მხრიდან უკუღმა არის, როგორ წესი დანახული. მე მას ძალიან მკაცრად მოვთხოვ პასუხს დედაქალაქის საკრებულოში როდესაც მივალ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე თბილისის ზღვის განვითარების გეგმის ილუსტრაცია გუშინ გამოაქვეყნა.