ვითარება ახლო აღმოსავლეთში – ისრაელის არმია ლიბანში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. “ცაჰალის“ განცხადებით, ბეირუთის სამხრეთ ნაწილზე განხორციელებული იერიშის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია “ჰესბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო შემცვლელი – ჰაშემ საფი ად-დინი ლიკვიდირებულია.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს შეხვდა. მედიის ცნობით, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის პირობების და ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის“ ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს.
კომენტარები