ამერიკულმა ტელეარხმა Fox News-მა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „რესპუბლიკური“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს აშშ-ში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 50% უჭერს მხარს, ხოლო მის ოპონენტს „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისს – 48%.
კითხვაზე, თუ რის გამო აძლევთ კამალა ჰარისს ხმას, გამოკითხულთა 17% ტრამპისადმი სიძულვილი დაასახელა, 14% – დემოკრატიის დაცვა, და 14% – აბორტების კანონი. ხოლო კითხვაზე, თუ რის გამო აძლევთ ხმას ტრამპს, მოსახლეობის 18% ეკონომიკა დაასახელა, 17% – იმიგრაცია, ხოლო 10% – ფასეულობები.
ამასთან ერთად, პენსილვანიის შტატში ჰარისს 47% უჭერს მხარს, ხოლო ტრამპს – 50%. გამოკითხვა 11 – 14 ოქტომბერს ჩატარდა. ცდომილება +/-3% შეადგენს.
კომენტარები