ბაჩიაშვილზე, ამ კაცუნაზე დავწერ ორ სიტყვას. მისი ინტერვიუ ჰქონიათ „კოზირად“ შემონახული უსამშობლოებს. ორი რამეა ნოდარას ანონსიდან ხაზგასასმელი – კაცი ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას 400 მილიონი მოპარაო. ასეთი ინფორმაცია რომ გაქვს და საგულდაგულოდ ინახავ, სამართალდამცავებს არაფერს ეუბნები და არჩევნების წინა საღამოს ყვები, ნაძირალა და მატყუარა ხარ, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუდან ცალსახად ჩანს აგენტურის მუშაობის სპეციფიკა, რომ დაგავალებენ, ვინც ჩაგაცვა იმას უნდა შეაგინო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდად დაასრულებ. ჩიხელიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ბაჩიაშვილი მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამო, სავარაუდოდ პასუხს აგებს.
„ბაჩიაშვილზე, ამ კაცუნაზე დავწერ ორ სიტყვას. მისი ინტერვიუ ჰქონიათ “კოზირად” შემონახული უსამშობლოებს. ორი რამეა ნოდარას ანონსიდან ხაზგასასმელი – კაცი ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას 400 მილიონი მოპარაო.. ასეთი ინფორმაცია რომ გაქვს და საგულდაგულოდ ინახავ, სამართალდამცავებს არაფერს ეუბნები და არჩევნების წინა საღამოს ყვები, ნაძირალა და მატყუარა ხარ, არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. მეორე საკითხია, ღირებულებებისგან და მორალისგან დაცლილი რომ ხარ და ბიძინა ივანიშვილს ოჯახის და სამშობლოს სიყვარულს რომ დაუწუნებ. მთავარი კი მაინც ის არის, როგორ აშკარად და ცალსახად ჩანს აგენტურის მუშაობის სპეციფიკა. ფაქტია, ეს ნაკაცარი გადაიბირეს, აწვალეს, ჯერ ივანიშვილი გააძარცვინეს და ახლა მის წინააღმდეგ შეთითხნილ ბრალდებებს ალაპარაკებენ. ასეთი მძიმეა აგენტის ხვედრი – რომ დაგავალებენ, ვინც ჩაგაცვა იმას უნდა შეაგინო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდად დაასრულებ… თუმცა ბაჩიაშვილი, სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამო, აუცილებლად მოხვდება იქ, სადაც კრიმინალები და ყაჩაღები ხვდებიან, მაგრამ არჩევნების წინა ღამეს რომ ტყუილებს საუბრობ, თან ისე, რომ პასუხის გასაცემს არ უტოვებ ადამიანს, ამას არაკაცობა და ლაჩრობა ჰქვია.” – წერს დავით ჩიხელიძე.