გერმანული გამოცემა Bild-ის სამხედრო ანალიტიკოსმა, იულიან რიოპკემ განაცხადა, რომ რუსული ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოში შევიდნენ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-15 ბრიგადა წარმატებით იგერიებდა რუსეთის თავდასხმებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.
თუმცა, რუსები განაგრძობდნენ მცდელობებს ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქვანახშირის მაღაროს რაიონის გავლით შესვლას.
რიოპკეს თქმით, ორშაბათს რუსებმა მოახერხეს მაღაროს დაკავება და, შესაძლოა, სელიდოვოს აღმოსავლეთით მდებარე რაიონში შესვლა.
კომენტარები