უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის ყოფილმა წევრმა არტემ დმიტრუკმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობამ საპარლამენტო არჩევნებზე ომსა და მშვიდობას შორის მშვიდობა აირჩია.
„უკვე ნათელია, რომ ქართველმა ხალხმა უპირატესობა მშვიდობას მიანიჭა, რაზეც არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ტოტალური მხარდაჭერა მეტყველებს. თავად არჩევნები გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ამას ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი აღიარებს“, – დაწერა დმიტრუკმა „ტელეგრამში“.
ის აგრეთვე ოპოზიციის გეგმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის საპირწონედ ოპოზიცია ქვეყანას მიტინგებით, სისხლიანი არეულობით და ქუჩებში ქაოსით ემუქრება.
„ისმის კითხვა, თუ ვინ არის რეალურად საქართველოს მხარეს, ხოლო ვინ ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას ნებისმიერ ფასად?“, – დასძინა მან.
ოპოზიცია, რომელმაც უკვე წააგო არჩევნები, მზად არის ყველაფერი გაწიროს, მათ შორის ახალგაზრდებიც. ისინი ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ, ღიად ტერორით იმუქრებიან და მზად არიან ხორცის საკეპ მანქანაში გაატარონ ყველა, აღნიშნავს დმიტრუკი.