ჯარზე და პოლიციაზე ზრუნვა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ჩვენი ჯარი და სამართალდამცავი უწყებები ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ვალია განსაკუთრებულად იზრუნოს ჯარსა და პოლიციაზე.
„ჩვენი ვალია განსაკუთრებული ზრუნვა როგორც ჯარის, პოლიციის, სამართალდამცავი სტრუქტურების განვითარებაზე, ისე თითოეული ჯარისკაცის, პოლიციელის, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, სახელმწიფო დაცვის, დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის ინტერესების რეალიზებასა და მათი ღვაწლის დაფასებაზე. ამას, რა თქმა უნდა, მუდმივ რეჟიმში გავაკეთებთ,“- განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები