თურქეთში, ადანას პროვინციაში 5 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, რის გამოც, ბევრმა სახლები დატოვა და ბევრმა მათგანმა ღამე ქუჩაში გაატარა.
ადანაში მიწისძვრის დროს რამდენიმე სახლი დაზიანდა. ბიძგები მიმდებარე რაიონებშიც იგრძნობოდა.
ამ დრომდე ინფორმაცია დაღუპულების და დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა.
კომენტარები