ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.
იერუსალიმში მდებარე რეზიდენციასთან ასობით დემონსტრანტი მძევლების გათავისუფლებასა და მთავრობის გადადგომას ითხოვდა.
ისრაელის პოლიციის განცხადებით, ცხრა დემონსტრანტი აქციის დროს მომხდარი შეტაკებების გამო დააკავეს.
„აქტივისტებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებებს“, – აღნიშნეს უწყებაში.
საპროტესტო აქცია მანამდე ქნესეთთანაც გაიმართა.
კომენტარები