აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენსილვანიის შტატის იორკის ოლქში ათასობით პოტენციურად თაღლითური ამომრჩევლის რეგისტრაციის ფორმა შევიდა.
„პენსილვანიის შტატის იორკის ოლქმა მიიღო ათასობით პოტენციურად თაღლითური ამომრჩევლის რეგისტრაციის ფორმა და ფოსტით ხმის მიცემის ბიულეტენი მესამე მხარის ჯგუფისგან. ამას ემატება ლანკასტერის ოლქი, სადაც აღმოჩნდა 2 600 ყალბი ბიულეტენი და ფორმა, ყველა დაწერილია ერთი და იგივე პირის მიერ. რა ხდება პენსილვანიაში? სამართალდამცველებმა სასწრაფოდ უნდა გააკეთონ თავიანთი საქმე!“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კომენტარები