ნორვეგიაში ტრამვაი ლიანდაგიდან გადავიდა და ოსლოში მდებარე Apple-ის მაღაზიაში შევარდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი. მათ შორის მძღოლი, ორი მგზავრი და ერთი შემთხვევითი გამვლელი.
შემთხვევის შესაძლო მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება განიხილება. პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდარის გარემოებების დასადგენად ნორვეგიის უსაფრთხოების გამოძიების სააგენტოს ჩართვას ელოდებიან. ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამვაის ვერ გადააადგილებენ, ვიდრე ექსპერტები შენობის კედლების მდგრადობას არ დაადგენენ.
კომენტარები