ესპანეთი მასშტაბურ წყალდიდობას უმკლავდება. ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა.
შეჩერებულია მატარებლის მოძრაობა ვალენსიასა და მადრიდს შორის. ვალენსიის რეგიონსა და სხვა ახლომდებარე ქალაქებში დახურულია სკოლები.
ვალენსიის რეგიონის ლიდერის განცხადებით, მაშველებმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ცხედრების აღმოაჩინეს, თუმცა მათი რაოდენობა არ სახელდება. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია 10-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ.
ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ვალენსიის რეგიონში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. ხელისუფლებამ მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდა.
კომენტარები