„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ რადიკალები ქვეყანაში დესტაბილიზაციას წინასწარ გაწერილი სცენარით გეგმავენ, რომელიც მათ მაკკეინის ინსტიტუტმა მოუმზადა. კომენტარი ამ თემაზე მმართველი პარტიის საარჩევნო სიის წევრმა ლევან მახაშვილმა გააკეთა.
„სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა საკუთარი ეგოების დაკმაყოფილების გამო გადაწყვიტა სახელმწიფო შეიყვანოს დესტაბილიზაციის პროცესში, სიტყვა-სიტყვით გაჰყვეს მაკკეინის ინსტიტუტის რეკომენდაციებს და ფაქტობრივად, დავდექით ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც წლიდან წლამდე, საქართველოს ოპოზიციური ცენტრი ჩამოყალიბდა ფაქტობრივად დემოკრატიის არამღიარებლებად და მზად არიან თავიანთი ინტერესებისთვის ქვეყანა გაწირონ დესტაბილიზაციისთვის“, – აცხადებს მახაშვილი.
კომენტარები