დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში ქუჩის რესურსი აღარ არსებობს და არც იარსებებს, რადგან ერთი და იგივე წრეზე ატარებენ და ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს. არც ის ამომრჩეველია დაბრმავებული, ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს რესურსი არ არსებობს, – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„რაც შეეხება საერთაშორისო დონეზე და იმ გარე ფაქტორებს, რომელიც დღეს არსებობს, ეს ბუნებრივია ასევე თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ ეს რესურსი, რატომ გადავიდნენ ამ ქუჩის ხსენებაზე დღეს აქტიურად, ეს ცრუ ინფორმაციები, მათ შორის ტირაჟირება, რაღაც ვიდეოები გადაღებული ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საარჩევნო ვითომ გაყალბებასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გაბათილებული და მათ შორის ჩვენი მხრიდან მოწოდებულია და ჩვენს ინტერესშია, რომ გაბათილდეს ყველა ბრალდება. გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. მათ იციან, რომ გამოძიება ამაზე პასუხს გასცემს და ყველას პასუხი მოეთხოვება, ვინც ცრუობს, ან ვინც ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
მათ გამოეცალათ ეს ყველაფერი ხელიდან ძალიან მალე და ახლა მოუწოდებენ უკვე ქუჩის აქციებისკენ იმიტომ, რომ ფიქრობენ, ქუჩის აქციები არის ერთადერთი საშუალება, რომ ისინი რაღაცას გაამწვავებენ ქუჩაში, ვიღაცას დააზიანებენ. თვითონ თბილად, სადღაც კაფეში დაიმალებიან და შემდგომ ახალ მუხტს აწევენ. ეს არის მთელი მათი სცენარი, რაც მათ ნამდვილად არ გამოუვათ“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.