„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა იმაზე, რატომ გაურბის არჩევნების დღეს ახმეტიდან თბილისში ჩამოყვანილ „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერ ჯგუფებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რადიკალური ოპოზიცია.
„ის, რომ მათ [ოპოზიციას] პასუხი არ აქვთ და მას გაურბიან, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რა იყო მათი რეალური მიზანი და დანიშნულება. ოპოზიციამ ძალიან კარგად იცოდა, რომ პირწმინდად აგებდა ამ არჩევნებს. ეს ყველაფერი ქართველმა ამომრჩეველმა დაადასტურა საარჩევნო უბნებში თავისუფალი ნების გამოხატვით. მათი [ოპოზიციის] დღის წესრიგი იყო, რომ მაქსიმალურად არეულობა გამოეწვიათ“, – აღნიშნა მიქანაძემ.
კომენტარები